გამარჯობა. მამაჩემს მოუვიდა ავარია 3 წლის წინ. დაზიანდა მანქანა რომელიც იყო დაზღვეული. როგორც აღმოჩნდა ტელეფონის ნომერი არასწორად ჰქონდათ ჩაწერილი და ამ დროის განმავლობაში ვერ დაუკავშირდნენ. მოვიდა სასამართლოს სარჩელი. შესაგებლისთვის გვაქვს 10 დღე.
დავუკავშირდით სადაზღვეო კომოანიას და მოვილაპარაკეთ რომ სასამართლოს გარეშე მოვგვარდეთ. მოვთხოვეთ ხელშეკრულების ასლი რომ ვნახოთ ნაწილები სწორად არის თუ არა შეცვლილი პლუს ფოტოსურათები დაზიანებული ავტომობილის. დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს შემდეგი რაღაც : შესაძლოა დავაგვიანოთ ამ ყველაფრის კოძიება და კოწოდებაო, ამიტომ ვადა რომ არ გავიდეს, შეიტანეთ შესაგებელი და შემდეგ როდესაც შევძლებთ მოგაწვდით ყველაფერსო.
კითხვა მაქვს შესაგებელთან დაკავშირებით. თუ შესაგებელს შევიტანთ, შემდეგ შეუძლიათ სარველის გამოტანა? პლუს შესაგებელში რამდენად უნდა იყოს მტკიცებულებები რომ ზედმეტი თანხაა დაანგარიშებული და ა.შ? ნუ შესაგებელში მსგავსი ინფო ივსება თუ არა.
მადლობა წინასწარ!
ჩემი რჩევა იქნება არ გაუშვათ 10 დღიანი შესაგებლისთვის განსაზღვრული ვადა, თუმცა შესაგებელი იყოს მხოლოდ ფორმალური მსუბუქი ხასიათის. იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარე გაიხმობს სარჩელს დავა დასრულდება.ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ (და ეს ეკეთესიცაა თქვენთვის,) მოწინააღმდეგე მხარეს წინასწარ არ მიაწოდოთ თქვენი მტკიცებულებები და არ მოამზადოთ საბრძოლველად.