გამარჯობა. მამაჩემს მოუვიდა ავარია 3 წლის წინ. დაზიანდა მანქანა რომელიც იყო დაზღვეული. როგორც აღმოჩნდა ტელეფონის ნომერი არასწორად ჰქონდათ ჩაწერილი და ამ დროის განმავლობაში ვერ დაუკავშირდნენ. მოვიდა სასამართლოს სარჩელი. შესაგებლისთვის გვაქვს 10 დღე.
დავუკავშირდით სადაზღვეო კომოანიას და მოვილაპარაკეთ რომ სასამართლოს გარეშე მოვგვარდეთ. მოვთხოვეთ ხელშეკრულების ასლი რომ ვნახოთ ნაწილები სწორად არის თუ არა შეცვლილი პლუს ფოტოსურათები დაზიანებული ავტომობილის. დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს შემდეგი რაღაც : შესაძლოა დავაგვიანოთ ამ ყველაფრის კოძიება და კოწოდებაო, ამიტომ ვადა რომ არ გავიდეს, შეიტანეთ შესაგებელი და შემდეგ როდესაც შევძლებთ მოგაწვდით ყველაფერსო.
კითხვა მაქვს შესაგებელთან დაკავშირებით. თუ შესაგებელს შევიტანთ, შემდეგ შეუძლიათ სარველის გამოტანა? პლუს შესაგებელში რამდენად უნდა იყოს მტკიცებულებები რომ ზედმეტი თანხაა დაანგარიშებული და ა.შ? ნუ შესაგებელში მსგავსი ინფო ივსება თუ არა.
მადლობა წინასწარ!
- კითხვაზე პასუხი: დიახ, შესაგებლის შეტანის მერე შეუძლიათ, რომ სარჩელი გამოიხმონ. 2. კითხვაზე პასუხი: ზოგადად შესაგებელი უნდა შეიცავდეს ამომწურავად თქვენს პოზიციას და შესაბამის მტკიცებულებებს, თუმცა არსებობს ე.წ. “ფორმალური შესაგებელი”, რომელსაც პრაქტიკაში იყენებენ ხსენებული 10 დღიანი ვადის დაცვის მიზნით, რომელიც არ შეიცავს მტკიცებულებებს და გაძლევთ შესაძლებლობას ისინი მოგვიანებით წარადგინოთ. საკითხის დეტალურად განხილვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირად მიმოწერაში ან მითითებულ ნომერზე.
წარმატებებს გისურვებთ.