სერგი ჯავახია

ვარ იურისტი/ადვოკატი, სამწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. საქმიანობა ძირითადად მოიცავს სასამართლო წარმომადგენლობას, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, მოლაპარაკებების წარმართვასა და მორიგების პროცესებში ჩართულობას.
პრაქტიკის განმავლობაში წარმატებით მაქვს დასრულებული არაერთი ქონებრივი და არაქონებრივი ხასიათის დავა. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება ხშირად წარმოადგენს კლიენტის ინტერესებისთვის ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს, რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მორიგების შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილებას და მათ ეფექტიან განხორციელებას.
გამოვირჩევი პასუხისმგებლობით, პროფესიული ეთიკითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. მზად ვარ, შემოგთავაზოთ სამართლებრივი დახმარება ქონებრივ, არაქონებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ეფექტიანი და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილების მისაღწევად.