სანდრო გზირიშვილი

ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, პრაქტიკული გამოცდილებით, როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ჩემი საქმიანობა მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობას, ადმინისტრაციული საჩივრებისა და სხვადასხვა სასამართლო დოკუმენტების მომზადებას. ვფლობ ინგლისურ და გერმანულ ენებს. სამართლებრივ გამოწვევებს პასუხისმგებლობითა და დიდი მონდომებით ვუდგები, რაც აუცილებელია პროფესიული განვითარებისთვის.