ლაშა ცერცვაძე

დაარსების დღიდან იურიდიული კომპანია FLS full legal service განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე. კომპანია გამოირჩევა იურიდიული ეტიკეტის და ბიზნეს ეთიკის დაცვით, გუნდურობით, ეფექტურობით, კლიენტებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით.
ფირმის იურისტები გამოირჩევიან განათლების ხარისხით, მოტივაციით, საქმისადმი დამოკიდებულებით, საერთაშორისო გამოცდილებით და ძლიერი საფუძვლებით ეროვნულ სამართალში. სამართლებრივი და აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, იურიდიული კომპანია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას კომერციულ სამართალში და წარმომადგენლობას სასამართლო დავებში.