თათია დოლიძე

თათია დოლიძე

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია BCC-ის მმართველი პარტნიორი, თათია დოლიძე, 2017 წლიდან დღემდე იკავებს აღნიშნულ პოზიციას. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მათ შორის საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, შემოსავლების სამსახურში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, აიპ „ცოდნის ფონდიში”, შპს „თავისუფალ უნივერსიტეტში“, შპს „ზოდი პლიუსში“, შპს „შელფში“, შპს „ლაზიზში“ და სხვა. თათია დოლიძე სამართლის დოქტორის ხარისხის მფლობელია და სხვადასხვა უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობას იკავებს. წლების განმავლობაში იყო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. 2016 წლიდან დღემდე უძღვება სალექციო კურსებს, არის ათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი. თათია დოლიძე არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული ოფიცერი ეროვნული და საერთაშორისო სერტიფიცირებით. სამართლის სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გავლილი აქვს ლუნდის, იელის და ლონდონის უნივერსიტეტებში. თათია დოლიძე არის ამერიკის კრიმინოლოგთა ასოციაციისა და ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო და რეფერირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

შესვლა

Register

Reset Password

Please enter your username or email address, you will receive a link to create a new password via email.