- გამარჯობა. მამის მიერ უძრავი ქობების გადაფორმება ან ჩუქება შvილზე რა ხარჯებთანაა დაკავშირებული და სხვა რა ვარიანტებია კიდევ ქონების გადაცემის უსაფრთხოებისა და ნაკლები გადასახადების კუთხით?
მამის ქონების მიღების გზებია ნასყიდობა, ჩუქება და ანდერძით მიღება. აქედან პირველი ორი შესაძლებელია მამის სიცოცხლეშივე, ხოლო ანდერძით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ. ნასყიდობა და ჩუქება შეგიძლიათ პირდაპირ საჯარო რეესტრში გააფორმოთ ან მიმართოთ ნოტარიუსს, ფინანსურ ნაწილში კი საჯარო რეესტრით გაკეთება უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. ასევე გაითვალისწინეთ რომ ქონება იყოს ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულება გადმოგყვებათ ბონუსად. წარმატებები.
ორი ვარინტია, ან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულები გაფორმება ან ჩუქების ხელშეკრულების. მე გირჩევთ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას და შემდეგ განაცხადი უნდა შეიტანოთ საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციაზე, რაც დაახლოებით 150-200 ლარი დაგიჯდებათ, თუ გსურთ დეტალური კონსულტაცია და დახმარება ხელშეკრულების შედგენასა და რეესტრში წარმომადგენლობაზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ: 574 543 424
გამარჯობა. ასევე შეგიძლიათ ყიდვა-გაყიდვა გააკეთოთ. უსაფრთხოა ყველა გარიგება რაც დაფარულ მიზნებს არ შეიცავს.
გარიგება შეიძლება დაიდოს ნასყიდობით და ჩუქებით. ფორმდება საჯარო რეესტრში ან ნოტარიუსთან. მთავარია თვალთმაქცური ნიშნით არ იდებოდეს და სხვა რაიმე ფარულ მიზანს არ ემსახურებოდეს.