ირაკლი ბუთურიშვილი

ირაკლი ბუთურიშვილი

ადვოკატი ირაკლი ბუთურიშვილი –

2015 წლიდან სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რაც წარჩინებით დაამთავრა 2019 წელს და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

– 2019 წლიდან სწავლა განაგრძო იმავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, რაც ასევე წარჩინებით დაამთავრა 2021 წელს და დაეუფლა სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს;

– საუნივერსიტეტო პერიოდში ირაკლის მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ პროექტში, ასევე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლო სტაჟირების პროგრამებში;

– იგი არის 10-მდე სტატიისა და 7 პუბლიკაციის ავტორი, საუნივერსიტეტო სტიპენდიების მფლობელი;

– 2024 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ);

– 2020 წელს ჩააბარა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით;

– 2021 წლის მაისიდან ჩაერთო ადვოკატთა ადაპტაციის პროგრამაში და 2022 წლის მაისში გაწევრიანდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში;

2022-2023 წლებში მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში, ხოლო მას შემდეგ აქტიურად ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას.

შესვლა

Register

Reset Password

Please enter your username or email address, you will receive a link to create a new password via email.