- გამარჯობა. მამის მიერ უძრავი ქობების გადაფორმება ან ჩუქება შvილზე რა ხარჯებთანაა დაკავშირებული და სხვა რა ვარიანტებია კიდევ ქონების გადაცემის უსაფრთხოებისა და ნაკლები გადასახადების კუთხით?
n.gelazonia73 Answered question მაისი 6, 2025
მამის ქონების მიღების გზებია ნასყიდობა, ჩუქება და ანდერძით მიღება. აქედან პირველი ორი შესაძლებელია მამის სიცოცხლეშივე, ხოლო ანდერძით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ. ნასყიდობა და ჩუქება შეგიძლიათ პირდაპირ საჯარო რეესტრში გააფორმოთ ან მიმართოთ ნოტარიუსს, ფინანსურ ნაწილში კი საჯარო რეესტრით გაკეთება უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. ასევე გაითვალისწინეთ რომ ქონება იყოს ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულება გადმოგყვებათ ბონუსად. წარმატებები.
n.gelazonia73 Answered question მაისი 6, 2025
გარიგება შეიძლება დაიდოს ნასყიდობით და ჩუქებით. ფორმდება საჯარო რეესტრში ან ნოტარიუსთან. მთავარია თვალთმაქცური ნიშნით არ იდებოდეს და სხვა რაიმე ფარულ მიზანს არ ემსახურებოდეს.